როგორ მოვამზადოთ ნაკვეთი მარწყვისთვის

14 სექტემბერი, 2020 15:24 ვენახი, ბაღი და ბოსტანი





🍓 მარწყვის მაღალი და ხარისხიანი მოსავალი მხოლოდ მზით კარგად განათებულ ადგილებზე მიიღება, თუმცა მარწყვის მოყვანა შესაძლებელია ნაწილობრივი დაჩრდილვის პირობებშიც.

🍓 გასათვალისწინებელია, რომ ეს კენკროვანი კულტურა ვერ იტანს ჩამდგარ წყალს, ამიტომ წყლის სიჭარბისას აუცილებელია შემაღლებული კვლების გაკეთება.

🍓 პლანტაციის გაშენებამდე აუცილებელია ნიადაგის ანალიზის ჩატარება, რათა განისაზღვროს ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ჩატარების გეგმა და მინერალური კვების შესაბამისი რეჟიმი.

🍓 მარწყვი კარგად ვითარდება 5.8-6.5 pH-ის ფარგლებში (ოდნავ მჟავე). თუმცა იტანს ტუტისკენ გადახრილ მიწებზე მოყვანას.

🍓 მარწყვის დარგვა დაუშვებელია იმ ადგილებში, სადაც წინა წლების განმავლობაში პომიდორი და კარტოფილი მოჰყავდათ, ვერტიცილიოზითა და ფესვის სიდამპლის გაჩენის მაღალი ალბათობის გამო. ასევე დაუშვებელია მისი გაშენება ყამირ და სარეველებიან მიწაზე, მათი წინასწარი კონტროლის გარეშე.

🍓 დარგვისთვის ნაკვეთის მომზადება იწყება ნახევარი-ერთი წლით ადრე, უპირველეს ყოვლისა, ახდენენ მარცვლოვანი და ფოთლოვანი სარეველებისგან ფართობის გასუფთავებას ტოტალური მოქმედების ჰერბიციდების (რანდაპი, კლინი, ურაგანი, ნოკდაუნი, ტოტალი და სხვა) გამოყენებით. ამის შემდეგ მიწას კარგად ამუშავებენ - ხნავენ და როტაციული კულტივატორით ფარცხავენ.

🍓 უხვი მოსავლის მისაღებად მარწყვის ნერგის ხარისხს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამჟამად არჩევენ ნერგების სხვადასხვა სახეობას: ჩვეულებრივი ნერგი, "ფრიგო" (გაყინული) ნერგი და კონტეინერის (დახურულფესვთა სისტემიანი) ნერგები. გამორჩეული ხარისხით და უხვმსხმოიარობით ხასიათდება "ფრიგო" ნერგი, რომლის შენახვასაც სანერგეები ახდენენ - მინუს 1,8 - 2,0 გრადუსზე, ასეთი ნერგი გაზაფხულზე დარგვის შემთხვევაშიც იძლევა მოსავალს.


წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ბოლო სიახლეები