ურიშულა - წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

12 დეკემბერი, 2020 15:54 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა




ურიშულა - წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია
🌍 წარმოშობა: რაჭა-ლეჩხუმი
🍷🍷 გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ურიშულა საშუალო ზრდისა და საშუალო მოსავლიანია.
☘️☘️ ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თხლადაა შებუსული.
🍇🍇 მტევანი მცირე ზომისაა, კონუსური, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული ფორმის, ფრთიანი, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ზოგჯერ პატარა, მრგვალი ან მომრგვალო, მუქი წითელი ან მოწითალო. კანი სქელი და მკვრივი აქვს. რბილობი წვნიანია, წვენი-შეუფერავი.
👩‍🌾👨‍🌾 სავეგეტაციო პერიოდი 150 დღეა. მტევნის საშუალო წონა 100 გრამია. სრულ სიმწიფეში ყურძნის წვენის შაქრიანობა აღწევს 17 - 23%-ს, მჟავიანობა 7.5 - 11 გ/ლ-ს.

წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                




ღვინო ყურძენი

ბოლო სიახლეები