
კალმით მყნობა - ტარდება ზამთარში, თებერვალ- მარტში, ორანჟერიაში ან სათბურში, ნამყენის შეხორცების შემდეგ ნერგი აღსაზრდელად გააქვთ სანერგეში. ღია გრუნტში კალმით მყნობა ტარდება აპრილის ან მაისის თვეში - ვეგეტაციის დაწყებისას, რისთვისაც როგორც საძირეზე, ისე სანამყენეზე კეთდება თანაბარი ზომის ირიბი ჭრილი, ხოლო ორივეზე, ჭრილის ზედაპირის ერთი მესამედის ზღვარზე კეთდება ჩანაჭერი. სანამყენე კალმები უნდა იყოს 2-3 კვირტიანი. კალმისა და საძირის ჭრილობების კამბიალური ქსოვილები ერთმანეთს კარგად უნდა ეხებოდეს, რის შემდეგ ნამყენ ადგილს პოლიეთილენის აფსკით ახვევენ და უსვამენ ბაღის მალამოს.