როდის და როგორ დავთესოთ მზესუმზირა

15 სექტემბერი, 2020 15:33 ვენახი, ბაღი და ბოსტანი




🌻 სათესლედ შერჩეული უნდა იყოს წინა წელს აღებული მსხვილი, მაღალი ხარისხის თესლი, რომელიც კალათის პერიფერიულ ნაწილში ვითარდება. თესვის წინ სასურველია მასალა შეიწამლოს თესლის შესაწამლი პესტიციდებით - მავთულა ჭიების, ფომოზის, ნაცრის, ფუზარიოზის, ალტერნარიოზის, ასევე აღმონაცენში თეთრი და ნაცრისფერი სიდამპლის საწინააღმდეგოდ.
🌻 ადრე გაზაფხულზე და სანაწვერალოდ, კლიმატური პირობების გათვალისწინებით. ურწყავ ადგილებში მზესუმზირას თესვისთვის ყველაზე ხელსაყრელი ვადაა მარტის თვე. ამ პერიოდში ნათესი მზესუმზირა კარგად იყენებს ნიადაგში დაგროვილ ტენს და, რაც მთავარია, ზაფხულის მშრალ, გვალვიან პერიოდამდე (ივლისი - აგვისტო) ასწრებს ყვავილობას და თესლის ჩასახვა -დასრულებას. აპრილში (განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში) ნათესი მზესუმზირას ყვავილობა კი გვალვიან პერიოდს ემთხვევა, რის გამოც კალათაში მრავლად ვითარდება ცარიელი თესლურები. შედარებით ნალექიან ადგილებში (ლაგოდეხი, ყვარელი) თესვა შეიძლება მარტიდან აპრილის პირველ ნახევრამდე.
🌻 მზესუმზირა ძირითადად ითესება მწკრივებად. 1 ჰა-ზე საჭიროა 5-7 კგ მაღალი ხარისხის თესლი.
🌻 ჩათესვის სიღრმე დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე და კლიმატურ პირობებზე: გვალვიან რაიონებში ჩათესვის სიღრმეა 8-10 სმ, ტენიან რაიონებში 5-7 სმ. მძიმე თიხნარზე თესლის ჩათესვის სიღრმეს ამცირებენ, ხოლო მსუბუქ ნიადაგებზე -
ზრდიან.
🌻 თუ ტენით კარგადაა უზრუნველყოფილი ნიადაგი, კვების არე გარკვეულწილად შეიძლება შემცირდეს. მისი სწორად შერჩევა გავლენას ახდენს არა მხოლოდ მოსავლიანობაზე, არამედ თესლში ცხიმის შემცველობაზეც.


წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                




ბოლო სიახლეები