იაპონური კომპანიები საქართველოს ენერგეტიკის სფეროში ინვესტირებით დაინტერესდნენ

24 სექტემბერი, 2019 12:43 ეკონომიკა & ბიზნესი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უმსხვილესი იაპონური კონგლომერატის B.Grimm Group-ის დელეგაციას, კომპანია Tomonius Co- წარმომადგენელსა  და Phnom Penh SEZ Plc - ხელმძღვანელებს შეხვდა

ენერგეტიკის სფეროში ერთ-ერთი უდიდესი კომპანია „B.Grimm Group“ საქართველოშიანაკლია სითისადა იაპონური კომპანიების კონსორციუმის თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფება

ეკონომიკისსა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრაზე იაპონურმა კომპანიებმა საქართველოში არსებული საინვესტიციო პროექტები განიხილეს. კომპანია B.Grimm- საქართველოს ენერგეტიკის სფეროში ინვესტირებითა და ახალი საინვესტიციო პროექტებით დაინტერესდა

კერძოდ, ჰიდროელექტროსადგურებითა და თბოსადგურებით, ასევე ქარისა და მზის პანელების პროექტებით

B.Grimm Group - მულტინაციონალური კონგლომერატია, რომელიც 1878 წელს დაარსდა და ენერგეტიკის, ჯანდაცვის, სამშენებლო და ინდუსტრიული სისტემების, ასევე უძრავი ქონებისა და ტრანსპორტის სფეროებში მოღვაწეობს. ენერგეტიკის სექტორში აღნიშნულმა კომპანიამ უკვე განავითარა 2,100 მგვტ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრე და დაგეგმილი აქვს სიმძლავრის 4 000 მგვტ-მდე ზრდა. ამასთან, B.Grimm-მა აზიაში განავითარა 420 მგვტ სიმძლავრის მქონე უდიდესი მზის პანელების პროექტი

B.Grimm სამხრეთ აზიის ერების ასოციაციაში შემავალი ქვეყნების სხვადასხვა დიდი ინდუსტრიული ზონების პარტნიორია, მათ შორის არის AMATA Industrial Zone და Phon Phen ინდუსტრიული ზონა. ამჟამად კომპანია სხვადასხვა რეგიონებში ახალი პროექტების ძიებშია, ბიზნესის დივერსიფიკაციის მიზნით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იაპონური კომპანიატომონიუსისწარმომადგენელი და Phnom Penh SEZ-ის ხელმძღვანელი ჰიროში უემატსუ, რომელიც ანაკლიის სპეციალურ ეკონომიკურ ზონასთან თანამშრომლობას განიხილავს როგორც ინვესტორი და ოპერატორი

ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა (SEZ) განავითარებს 400 ჰა ფართობის ტერიტორიას და დაასაქმებს 16,000-მდე ადგილობრივ ადამიანს შემდგომი 20 წლის განმავლობაში. SEZ- სრულიად ინტეგრირებული იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან, შექმნის საერთო თავისუფალ ეკონომიკურ ზონას და წვდომა ექნება მულტიმოდალურ ინფრასტრუქტურაზე: ღრმაწყლოვანი პორტი, გზა და რკინიგზა, რომელიც დაუკავშირდება ეროვნულ ქსელებს. ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ზოგადი კონცეფციის მიხედვით, განვითარდება ისეთი ინდუსტრიები, როგორიცაა: ლოგისტიკა, მსუბუქი მრეწველობა, მომსახურება, ტურიზმი და .. სპეციალური ზონა, რომელიც განკუთვნილია ტრენინგებისა და ადამიანური რესურსების განვითარებისთვის, დაეხმარება რეგიონის შრომით მუშახელს უნარ-ჩვევების ამაღლებაში. ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სპეციალური ეკონომიკური ზონა უდიდეს შესაძლებლობებს შესთავაზებს და მოიზიდავს როგორც საგარეო პირდაპირ ინვესტიციებს, ისე ადგილობრივ ინვესტიციებსაც; შექმნის კლასტერებს, ხელს შეუწყობს ახალი ინდუსტრიების განვითარებას, გაზრდის ეკონომიკურ ინტეგრაციას და გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს.


იაპონია

ბოლო სიახლეები