„პროგრამაში მონაწილეობამდე, მხოლოდ 1 საკერავი მანქანა მქონდა და რამდენიმე კლიენტი მყავდა... ტრენინგ კურსი, ფინანსური მხარდაჭერა და მენტორინგის პროგრამა, რომელიც განხორციელდა YES-Georgia-ს მიერ, დამეხმარა გამეზარდა ჩემი ბიზნესი და რამდენიმე თვეში საკუთარი სამკერვალოს გახსნაც კი შევძელი. შემდეგ უკვე შევქმენი საკუთარი კოლექცია და ჩვენებებში მონაწილეობაც მივიღე,“ - ამბობს ახალგაზრდა მეწარმე მარიამ პაპიტაშვილი.
დღეს მარიამს სამოსისა და აქსესუარების ერთ-ერთი წარმატებული საწარმო - NOA აქვს და საკუთარი ინდივიდუალური ხაზიც შექმნა. გარდა იმისა, რომ ცდილობს თითოეულ სამოსში ინდივიდუალური, მისთვის დამახასიათებელი შტრიხი შეიტანოს, მისი სამოსი 40+ ქალებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ისევე, როგორც სპორტული ხაზი, რომელიც ახალგაზრდებზეა გათვლილი. თუ მარიამს პროექტამდე ერთი საკერავი მანქანა და მცირერიცხოვანი მომხმარებელი ჰყავდა. დღეს მას უკვე საკუთარი, ტექნიკურად აღჭურვილი სამკერვალო აქვს. ბავშვობის ოცნება რეალობად აქცია. პარტნიორებთან ერთად ცდილობს, ახალი გეგმები დასახოს ბიზნესი გასავითარებლად. მონაწილეობს სხვადასხვა ჩვენებებში და დღეს იგი ბერლინის მოდის სახლთანაც თანამშრომლობს. ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის ნაწარმი ბერლინში წარმატებით იყიდება და ახალ კოლექციაზე და ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებაზე მუშაობს. მიიჩნევს, რომ პროექტმა სრული გარდატეხა მოუტანა. გარდა იმისა, რომ ისწავლა როგორ ეკეთებინა საყვარელი საქმე, ფინანსურადაც უფრო წარმატებული და ძლიერი გახადა.