სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ინგუში უხუცესები მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნების და ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცების აუცილებლობას. მხარეებმა მზაობა გამოთქვეს, რათა თავის მხრივ ხელი შეუწყონ კავკასიაში სტაბილურობას.
სტუმრებმა ისაუბრეს ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის დამოკიდებულებაზე ქართველების მიმართ და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტი ქართველებს მოძმე ხალხად აღიქვამს და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი ქართველებს ემუქრება, მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია.
მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ იმედი გამოთქვა, რომ კავკასიის ხალხები ძმური სიყვარულით და ურთიერთ თანადგომით გააგრძელებენ ცხოვრებას.