ფაროსანა გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისკენ გადაადგილდება

27 სექტემბერი, 2019 19:41 საზოგადოება

 


დასავლეთ საქართველოში მიმდინარე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გარდამტეხ ფაზაშია. მავნებელი გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებულ შენობებისკენ გადაადგილდება, განსაკუთრებით მიგრირებს .. საზღვრისპირა სოფლებში მდებარე ტყის მასივებიდან.
 
მავნებლის გავრცელების არეალის მინიმუმამდე შესამცირებლად ტყისპირა პერიმეტრებზემოიზიდე და გაანადგურესადგურები მონტაჟდება; ტყისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბუფერული ზონებიდან გამოსული ფაროსანა ერთ ტერიტორიაზე კონცენტრირდება და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის მეშვეობით ნადგურდება.
 
სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საკოორდინაციო მართვის ცენტრის თანამშრომლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, .. საზღვრისპირა სოფელ რუხში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებსა და არსებულ ვითარებას ეცნობიან. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, აუცილებელია, ტყიდან მიგრირებულ მავნებელს მექანიკური მეთოდების გამოყენებით, სახლის პირობებში ებრძოლონ.
 
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკარმიდამო ტერიტორიებზემოიზიდე და გაანადგურესადგურების დამონტაჟება, რადგან ფერომონიანი თეთრი ნაჭერი იზიდავს დიდი რაოდენობით მავნებელს, რომელიც პრეპარატის შესხურებით მარტივად ნადგურდება.
 
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით მიმდინარეობს. მავნებელთან ბრძოლა ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე, „მოიზიდე და გაანადგურესადგურები ტყისპირა ზოლებში გაორმაგებული რაოდენობით მონტაჟდება, ხოლო საკარმიდამო ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება.


ბოლო სიახლეები