საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ხელი მოეწერა ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმებას. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართელოს მხრიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ეკატერინე ტიკარაძემ და ბულგარეთის რესპუბლიკის მხრიდან, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა - ბისერ პეტკოვმა.
ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ, 6 თვის ვადაში, მხარეები მუშაობას გააგრძელებენ ბულგარეთსა და საქართველოს შორის დროებითი ლეგალური დასაქმების კონკრეტული სქემის ასამოქმედებლად საჭირო დოკუმენტის მომზადებაზე. აღნიშნული პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნის ბულგარეთის რესპუბლიკაში შესაბამის მოთხოვნად პროფესიებში კვალიფიციური მუშაკების დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას. დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.