ბათუმის ეკონომიკის განვითარების გეგმა საუკეთესოდ დასახელდა

1 ოქტომბერი, 2019 12:05 ეკონომიკა & ბიზნესი



ლაშა კომახიძე ევროკავშირის პროექტის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვისსამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ბათუმის მერს სერტიფიკატი გადაეცა, რომელიც მერიამ ,,ბათუმის ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების სამოქმედო გეგმისშემუშავებისთვის მიიღო. აღნიშნული გეგმა მსოფლიო ბანკის მიერ შეფასდა, როგორც საუკეთესო.

პროექტი ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვისწარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც 2016 წელს დაიწყო.

პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება, მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე იმისათვის, რომ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 


ბათუმი

ბოლო სიახლეები