ქართული ღვინო იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში დააგემოვნეს

2 ოქტომბერი, 2019 11:44 ეკონომიკა & ბიზნესი


 

 იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ქალაქ ტოკიოში მდებარე სავაჭრო ცენტრში "Marunochi Bealding" ქართული ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა.
საქართველო-ურუგვაი მატჩის პარალელურად მოწყობილ საგულშემატკივრო სივრცეში ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად მოსულ იაპონელ და უცხოელ სტუმრებს სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალება მიეცათ.
მატჩის ტრანსლაციის დაწყებამდე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა იაპონიაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა თეიმურაზ ლეჟავამ.
შემდეგი მატჩი საქართველოსა და ფიჯის შორის ოსაკაში 3 ოქტომბერს ჩატარდება, სადაც კვლავ წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო.
იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს.


წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო


ღვინო იაპონია

ბოლო სიახლეები