საქართველოს დედაქალაქის ტურისტული პოპულარიზაციისათვის, თბილისის მერიამ შექმნა ვირტუალური რეალობის (VR) აპლიკაცია Virtual Tbilisi.
აპლიკაცია აერთიანებს 22 ტურისტული ლოკაციის 360 გამოსახულების მქონე 22 ვიდეორგოლს შესაბამისი აღმწერი აუდიო გიდებით. აპლიკაცია ტურისტებს და არა მხოლოდ მათ, საშუალებას მისცემს, გაეცნონ დედაქალაქის ტურისტულ ლოკაციებს რეალური შეგრძნებებით და მაქსიმალურად აღიქვან ის პროდუქტები, რის მონახულებასაც ადგილზე შეძლებენ. მათ შორის, ვირტუალურად ისეირნონ რიყის საბაგიროზე და ფუნიკულიორზე ასასვლელი მატარებლით.
აპლიკაციაში ტრადიციულ ტურისტულ პროდუქტებთან ერთად, ასევე შესაძლებელია თბილისის ქუჩის მხატვრობის („ფაბრიკა“, უზნაძის ქუჩის მიმდებარედ), ეთნოგრაფიული მუზეუმის, რეკრეაციული ზონების, თბილისური ეზოების და ა.შ. ტერიტორიების ვირტუალურად მონახულება. აპლიკაცია კომპანია შპს „ვირექს იმერსივმა“ შექმნა და ხელმისაწვდომია Android Play Store და Oculus Go App Store პლატფორმებზე.
მისი ჩამოტვირთვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია მითითებული მისამართებიდან:
https://play.google.com/store/apps/details…
https://www.oculus.com/experiences/go/2727455957282664/
წყარო: თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური