მდინარე ბიდარაზე მდებარე სახიდე გადასასვლელის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

3 ოქტომბერი, 2019 13:39 ეკონომიკა & ბიზნესი



საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდ ბიდარაზე მდებარე სახიდე გადასასვლელის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
არსებული ხიდი დაზიანებული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში, ხიდის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2.5 მილიონი ლარი შეადგინა


ბოლო სიახლეები