მათთვის, ვისაც ქართული ღვინის უკეთ გაცნობა სურს, 12 ოქტომბერს 12:00-დან 19:00 საათამდე შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართება.
ღონისძიებას გახსნის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ფესტივალზე, რომელიც მედიაპორტალი allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფისა“ ორგანიზებით უკვე მესამედ იმართება, წარმოდგენილები იქნებიან ღვინის მსხვილი და მცირე მეწარმეები, სტარტაპერები. გაიმართება ღვინის დაგემოვნების მასტერკლასი.