ახალი კორონავირუსისა
და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის
დაცვის პროგრამა არ წყვეტს შინმოვლის მომსახურებას.
ვინაიდან პროგრამის
ბენეფიციარები არიან ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ისინი მიეკუთვნებიან
ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე, მომსახურება
მიეწოდებათ მარტოხელა მოხუცებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას. კვირის
განმავლობაში შინმოვლის სერვისით 55 ბენეფიციარი სარგებლობს და მათ სამედიცინო მომსახურების
გარდა ბინაზე მიეწოდებათ პროდუქტები და საჭირო ჰიგიენური საშუალებები.
სამედიცინო გუნდი
დიდი სიფრთხილით იცავს დაწესებულ უსაფრთხოების ნორმებს და ზრუნავს როგორც პაციენტის,
ასევე საკუთარ კეთილდღეობაზე.
აღნიშნულ რეჟიმში მომსახურების მიწოდება გაგრძელდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.