გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის ცვლილების შესახებ აფრთხილებს

28 მაისი, 2020 11:01 საზოგადოება


გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების პროგნოზს აქვეყნებს:

29-30 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.


ბოლო სიახლეები