იაპონიაში საქართველოს საელჩო საქართველოს შესახებ 100 ნაწილიან კომიქსების სერიას წარმოგიდგენთ.
"იაპონიაში კომიქსები, იგივე მანგა ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმდინარეობაა. შესაბამისად, ეს საუკეთესო საშუალებაა, რათა საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს ჩვენი ქვეყანა. მანგას სახალისო სერიები 100 დღის განმავლობაში ყოველდღიურად აიტვირთება სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" და იაპონელ ინტერნეტმომხმარებელს საქართველოს კულტურას, ისტორიას, ტურისტულ თუ ეკონომიკურ პოტენციალს გააცნობს", ნათქვამია იაპონიაში საქართველოს საელჩოს "ფეისბუკის" გვერდზე.