კომპანია "ჯივიპიმ" სამგორის რაიონში, საფერავის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემა განაახლა
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, საფერავის ქუჩაზე, საფერავის პირველ და მეორე ჩიხში, 1.5 კმ სიგრძის წყალსადენის ქსელი სრულად შეიცვალა.
ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყო.
"ჯივიპიმ" პროექტში 400 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.