ავჭალაში სამი ახალი ხიდი აშენდა

4 ივლისი, 2019 16:00 საზოგადოება

სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა. აღდგენილი ხიდი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გახსნა.

"არსებული ხიდები უმძიმეს მდგომარეობაში იყო. დასაწყისში იგეგმებოდა ხიდების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება, თუმცა ავარიულობიდან გამომდინარე ეს ხიდები, დავანგრიეთ და შემდეგ, ფაქტობრივად, თავიდან ავაშენეთ. გასულ წელს დაწყებული პროექტის განხორციელებაში 8 მლნ ლარი დაიხარჯა. ამჟამად დარჩენილია გზის დახაზვის სამუშაოები, რომელსაც შემდგომი კვირების განმავლობაში განვახორციელებთ. ასევე, გამწვანდება შუა გამყოფი ზოლი. ამასთან, ჩვენ ვამუშავებთ ძალიან საინტერესო პროექტს - გამყოფ ზოლში ვაპირებთ ველობილიკის მოწყობას. მიხარია, რომ ხიდების რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებული მასალები საქართველოშია წარმოებული", განაცხადა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, ავარიულ ხიდებს - როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს, სრული დემონტაჟი ჩაუტარდა და არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენდა, ახალი ხიდები აშენდა.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „კონსტრაქშენ სერვისი“ განახორციელა.


თბილისი

ბოლო სიახლეები