ბათუმის დელფინარიუმში სახურავის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში იცვლება შენობის 900 კვ.მ სახურავი.
პროექტის ღირებულება 92 ათასი 900 ლარია.
სარემონტო სამუშაოები 20 დღეში დასრულდება.
ბათუმის დელფინარიუმი ვიზიტორებს ჯანდაცვის სამინისტროსა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად მიიღებს.