მთავრობის დადგენილების თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის.
დღეს მატარებლის ვაგონები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და განმარტეს, რომ საქართველოს რკინიგზა ყველა რეგულაციას ზედმიწევნით ასრულებს და მზად არის აღადგინოს მგზავრთა გადაყვანა.
რკინიგზაში განმარტავენ, რომ კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა კოვიდ-19 თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას.
15-დან ამოქმედებული მგზავრობის ინსტრუქცია კი შემდეგია:
მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს
მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია
ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი
ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით
მატარებელში არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე
მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება