გლდანის რაიონში ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები 15 მისამართზე განთავსდება

18 ივნისი, 2020 15:43 საზოგადოება



გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, ბავშვებისთვის გასართობი სივრცე ჯამში, 15 მისამართზე განთავსდება.

ბავშვთა გასართობი ზონები შვიდ მისამართზე უკვე მოეწყო, რვაზე კი - დაიწყო. სამუშაოები მიმდინარეობს: ზაჰესში, ცქიტიშვილის ქუჩა N35, ავჭალის ქუჩა N27 კორპუსის და აფხაიძის ქუჩა N13-15 კორპუსების, თავისუფლების ქუჩა N10 და N27-52 კორპუსებთან , ზარზმის ქუჩა N5-7კორპუსის, მუხიანის მეორე მიკრორაიონის N22 და პირველი მიკრორაიონის N17 კორპუსის მიმდებარედ.

პროექტის განხორციელების შედეგად, ატრაქციონები და სკვერისთვის საჭირო ინვენტარი დამონტაჟდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ექსიმ მეიდ“ ახორციელებს.

გამგეობის ბიუჯეტიდან დასრულებული შვიდი ბავშვთა გასართობი ზონისთვის 134 648 ლარი გაიხარჯა, რვა სკვერისთვის კი 164 840 ლარია გათვალისწინებული.

რამდენიმე მისამართზე მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

წყარო:

გლდანის რაიონის გამგეობა


ბოლო სიახლეები