ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე სასმელი წყლის ახალი მაგისტრალური ქსელის მოწყობა დაიწყო

19 ივნისი, 2020 10:11 საზოგადოება




ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე სასმელი წყლის ახალი მაგისტრალური ქსელის მოწყობა დაიწყო. პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება და ის ამავე ქუჩის ჩიხებსაც მოიცავს.

ქეთევან წამებულის ქუჩაზე სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა წლების განმავლობაში იყო, ხოლო მრავალსართულიან ბინებში წყალმომარაგება დაბალი წნევის გამო ვერ ხორციელდებოდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, 200-მდე აბონენტს წყალი შეუზღუდავად, სტანდარტის შესაბამისი წნევით მიეწოდება.

მაგისტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოებს შპს "ბათუმის წყლის" გენერალური დირექტორი მარიკა გვიანიძე გაეცნო.


წყარო:

ბათუმის მერია/Batumi City Hall


ბათუმი

ბოლო სიახლეები