სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
“რუსთაველის”, “დოდაშვილის”, “თამარ მეფის” და “სიღნაღის” ქუჩებზე არსებულ გზის მონაკვეთებზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება, რაც ჯამში 950 მეტრს შეადგენს.
ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება. პროექტის მიხედვით ყველა გზასთან სანიაღვრე ღარებიც მოეწყობა.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდის და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანდება და მასზე 614782 ლარი დაიხარჯება.
ოთხივე გზის რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
წყარო: