რუსთავში, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩის - კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის პროცესი სრულდება - მასშტაბური პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლების ფასადები უკვე განახლდა, სპეციალური ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები, დამონტაჟდა გარე-განათების თანამედროვე სისტემა, შუა-გამყოფ ზოლში მოეწყო რეკრეაციული სივრცე და დაირგო უნგრული ცაცხვის ჯიშის ხეები, ტერიტორიაზე სრულად შეიცვალა სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელი, ბოლო ეტაპზეა საავტომობილო გზის საფარის მოწესრიგების პროცესიც.
სამუშაოების მიმდინარეობას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, პირველ მოადგილეებთან - ზვიად ჭუნაშვილთან და ბესიკ ტოგონიძესთან ერთად, ადგილზე, პირადად გაეცნენ.
აღსანიშნავია, 2020 წელს, რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, დაახლოებით, 22 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი.
წყარო;