სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში ორი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

22 ივნისი, 2020 15:15 საზოგადოება



სარეაბილიტაციო სამუშაოებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი ინფრასტრუქტურის სამსახურის წამომადგენელთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 684 000 ლარია, შიდა საუბნო - ე.წ. „ ნადაანთ“ და „გარაჟების“ გზებზე ორფენოვანი ასფალტობეტონის, ბეტონის და სანიაღვრეების მოწყობას ითვალისწინებს.
განახლებული გზით 1 500 ბენეფიციარი ისარგებლებს.
საგზაო ინფრასტრუქტურა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


წყარო:

სიღნაღის მუნიციპალიტეტი


ბოლო სიახლეები