ბათუმში თამარის დასახლების სარკინიგზო გადასასვლელი ყველა სახის ტრანსპორტისთვის ჩაიკეტება

23 ივნისი, 2020 11:11 საზოგადოება


ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს:

24 ივნისს, დილის 06:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე თამარის დასახლების სარკინიგზო გადასასვლელი ყველა სახის ტრანსპორტისთვის ჩაიკეტება.

შეზღუდვა ახალი გადასასვლელის მოწყობის სამუშაოებს უკავშირდება. განხორციელდება არსებული ლიანდაგის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, ლიანდაგის ფენილი თანამედროვე სტანდარტის ახალი რეზინოკორდული ფენილით შეიცვლება.

შეზღუდვის პერიოდში ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ბარცხანის დასახლების გავლით.


ბათუმი

ბოლო სიახლეები