ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისის თვეში დასრულდება

23 ივნისი, 2020 18:06 საზოგადოება



ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ივლისის თვეში დასრულდება.

სკვერი მოპირკეთდება ფერადი ფილებით, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის განათებები, დაიდგმება დეკორატიული სკამები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “მშენებელი 2017“ აწარმოებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 75 ათასი ლარია გამოყოფილი.

სკვერის სამშენებლო სამუშაოები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს წევრმა გიორგი ჭეიშვილმა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა პეტრე ადამაძემ დაათვალიერეს.


ქუთაისი

ბოლო სიახლეები