ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 2019 წელს დამეწყრილი ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი გორდეზიანის სკვერთან დაზიანებული სამარშრუტო გზის მონაკვეთისა და საყრდენი კედლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა და ტერიტორიაზე არსებული წყაროს კედლის მოპირკეთება.
გზაზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი.
სამუშაოები წინსწრებით, ივლისის ბოლომდე დასრულდება.
პროექტის ღირებულება 254 ათას ლარს შეადგენს.
პარალელურად, ბოტანიკურ ბაღში ახალი სივრცეებისა და სკვერების მოწყობაც იგეგმება.
წყარო: