ბოსტონის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების
ეროვნული ლაბორატორიის მკვლევარები აცხადებენ, რომ კორონავირუსის სრულად განადგურება
გრძელი ულტრაიისფერი გამოსხივების დახმარებით არის შესაძლებელი. ამის შესახებ იუწყება
პორტალი Biospace.
მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც მიკრობიოლოგი
ენტონი გრიფიტსი ხელმძღვანელობდა, ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც SARS-CoV-2 ვირუსიან
ზედაპირს ულტრაიისფერი სხივების სხვადასხვა დოზით ამუშავებდნენ და პათოგენის განადგურების
სიჩქარეს აფასებდნენ.
გამოირკვა, რომ 5 მჯ/სმ2 დოზირებით ვირუსის გავრცელება
6 წამში 99 პროცენტით შემცირდა. 22 მჯ/სმ2
ზემოქმედებით ვირუსი სრულად განადგურდა 25 წამში. მკვლევართა შეფასებით, 13 ვატის
სიმძლავრის ენერგოდამზოგავ ლამპას კორონავირუსის ნაწილაკებისგან 15 კვადრატული მეტრი
ფართობის მქონე ოთახის გაწმენდა შეუძლია.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ულტრაიისფერი
გამოსხივება უკვე 40 წელია გამოიყენება, როგორც ბაქტერიციდული საშუალება და ამ ხნის
მანძილზე ასეულობით ტესტირებულ ვირუსთაგან ვერც ერთმა ვერ მოახერხა გადარჩენა ამგვარი
ზემოქმედების შედეგად. თუმცა, ეს გამოსხივება ადამიანისთვის მავნეა.
მეცნიერები ექსპერიმენტის შედეგებსა და მეთოდოლოგიას ერთ-ერთ რეცენზირებულ ჟურნალში გამოაქვეყნებენ.