"ინფექციურ საავადმყოფოს, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, ახალი შენობის ასაშენებლად ან შესაძენად 40 მილიონ ლარამდე გამოეყოფა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა.
ყველამ კარგად ვიცით, თუ რა პრობლემებთან იყო დაკავშირებული ინფექციური საავადმყოფოს სრულფასოვანი ფუნქციონირება და დღეს, მით უმეტეს პერიოდში, როდესაც მსოფლიოში გლობალური პანდემია მძვინვარებს, ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა ამ საკითხის გადაწყვეტა.
ჩვენს ქვეყანას სჭირდება გამართული, თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო.
ინფექციური საავადმყოფოს ექიმები წლებია, სრულად ამორტიზებულ შენობაში, ყოველგვარი პირობების გარეშე მკურნალობენ პაციენტებს.
საავადმყოფოსთვის პირობების გაუმჯობესება იყო სახელმწიფოს დაპირება წლების განმავლობაში და ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ!