ხმა მივცეთ "შქმერულს" იაპონური ქსელის მენიუში დასაბრუნებლად - საქართველოს საელჩო იაპონიაში განცხადებას ავრცელებს

27 ივნისი, 2020 10:02 საზოგადოება



საქართვეოს საელჩო იაპონიაში განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას "შქმერულის" იაპონური ქსელის მენიუში დაბრუნებაში მონაწილეობას სთავაზობს:

"როგორც გახსოვთ, იაპონიის ერთ-ერთი სწრაფი კვების ქსელი, მაცუია ფუდსი თითქმის 2 თვის განმავლობაში მომხმარებელს ქართულ კერძს, შქმერულს სთავაზობდა.
მსგავსი დროებითი აქციები მაცუიას სხვა კერძებზეც არაერთხელ გაუკეთებია, ამჯერად კი ერთ-ერთი ასეთი კერძის 1000-მდე ფილიალის მენიუში დაბრუნებას განიხილავს.
გადაწყდა, რომ კერძი თავად მომხმარებელმა, ონლაინ კენჭისყრის საშუალებით შეარჩიოს. ხმის მიცემის პროცესი ძალიან ადვილია. შევდივართ ქვემოთ მოყვანილ ბმულზე, ვპოულობთ შქმერულის სურათს და მის ქვეშ განლაგებულ ღილაკს ვაწკაპებთ. ღილაკი ქვემოთ სურათზე გვაქვს მონიშნული.
დავეხმაროთ ქართულ კერძს იაპონური ქსელის მენიუში დაბრუნებაში!"

"შქმერულისთვის" ხმის მიცემა შეგიძლიათ ამ ბმულზე: https://www.matsuyafoods.co.jp/sousenkyo2020/

წყარო:

Embassy of Georgia to Japan


იაპონია

ბოლო სიახლეები