საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდს ახალი საინფორმაციო ფანჯარა „საჯაროდ გამოცხადება“ დაემატა.
ცნობებს სააგენტოს წარმოებაში არსებულ საქმეებთან და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ამიერიდან მხარეები ვებგვერდის საშუალებითაც გაეცნობიან.
დაინტერესებულ პირებს, რომელთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს საჯარო რეესტრის მიერ მისაღები გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება, მიმდინარე საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრი აქამდე მხოლოდ საფოსტო გზავნილებს უგზავნიდა. ვებგვერდის ახალი საინფორმაციო ფანჯარა კი საქმის წარმოების განხილვის პროცესში მხარების მოწვევას კიდევ უფრო გააიოლებს და მათ დროულ ინფორმირებას შეუწყობს ხელს.
„საჯაროდ გამოცხადების“ საინფორმაციო ფანჯარა განთავსებულია ბმულზე: https://napr.gov.ge/disputes