ბათუმში გუდიაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა დასასრულს უახლოვდება.
უკვე განხორციელდა სანიაღვრე მილებისა და განათების სისტემის მოწყობა, ბაზალტის ბორდიურებისა და სანიაღვრე ჭების მონტაჟი, ასევე დეკორატიული ფილების დაგება.
"ჩვენ ახლა გუდიაშვილის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც ათეული წლებია ქუჩის რეაბილიტაცია არ განხორციელებულა.
მოგეხსენებათ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად ვახორციელებთ, ეს არის გზის საფარის რეაბილიტაცია, თუ წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობა.
თავად გუდიაშვილის ქუჩაზე სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. უკვე დასრულდა ასფალტის საფარის დაგება, რის შემდეგაც დავიწყებთ საგზაო ნიშნების მოწყობასა და ახალი სტადიონის ირგვლივ გზისა და ტროტუარების კეთილმოწყობას" - ლაშა კომახიძე.
აღნიშნული პროექტისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 935 ათასი ლარი გამოიყო.
წყარო:
ბათუმის მერია