ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები 5 თვით ძირითადი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

30 ივნისი, 2020 16:40 ეკონომიკა & ბიზნესი




ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები 5 თვით ძირითადი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

"ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავუმკლავდეთ ეკონომიკურ კრიზისს და კრიზისით გამოწვეულ შედეგებს, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს.

ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები გათავისუფლებული იქნებიან ძირითადი საიჯარო გადასახადისგან. ასევე, ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი კომუნიკაცია კერძო სავაჭრო ობიექტებთან და მესაკუთრეებმაც გამოხატეს მზადყოფნა გაავრცელონ შესაბამისი შეღავათები იქ მომუშავე ადამიანებზე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ახლა არ არის დრო გავზარდოთ გადასახადები და გადასახადების თვითნებურად გაზრდის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება გვექნება", წერს 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე. 
წყარო:

ბათუმი

ბოლო სიახლეები