ბათუმის ბულვარის ყოფილ და მოქმედ მოიჯარეებს ფართები დამატებით ოთხი თვის ვადით პირდაპირი წესით გადაეცემათ

1 ივლისი, 2020 00:04 ეკონომიკა & ბიზნესი



ბათუმის ბულვარის ყოფილ და მოქმედ მოიჯარეებს, ფართები დამატებით ოთხი თვის ვადით პირდაპირი წესით გადაეცემათ.

"პანდემიის ფონზე, სამწუხაროდ, სრულყოფილად ვერ ტარდება ტურისტული სეზონი, რამაც უამრავ ადამიანს შეუქმნა პრობლემა, მათ შორის მოიჯარეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც ერთგვარი შეღავათი იქნება, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, რომ ეს სეზონი მინიმალური დანაკარგებით გაიარონ.

აჭარის მთავრობის შუამდგომლობით თვითმმართველობებმა უკვე იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტილება ბულვარის მოიჯარეებისთვის, პირდაპირი წესით, საშეღავათო პირობებით ხელშეკრულებების გაგრძელებაზე, წერს 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე. 

წყარო:

ბათუმი

ბოლო სიახლეები