ბათუმის დელფინარიუმმა მუშაობა განაახლა

1 ივლისი, 2020 13:33 საზოგადოება




ბათუმის დელფინარიუმმა მუშაობა განაახლა. პანდემიის შემდეგ დელფინების პირველი წარმოდგენა გაიმართა.

დელფინების შოუ ორშაბათის გარდა, ყოველდღე 16:00 საათზე, ნებისმიერ ამინდში მოეწყობა.

მომდევნო თვეების განმავლობაში გაუქმებულია ინტერაქტივი დელფინებთან.

რაც შეეხება აკვარიუმს, შეუფერხებლად, ყოველდღე იმუშავებს.

დელფინარიუმის ადმინისტრაცია მოუწოდებს ვიზიტორებს, დაიცვან დისტანცია და გაითვალისწინონ მანიშნებლებზე მითითებული რეკომენდაციები.


ბათუმი

ბოლო სიახლეები