გლდანის მერვე მიკრორაიონში საგზაო სამუშაოები დასრულდა

1 ივლისი, 2020 14:35 საზოგადოება




გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, გზის საფარის მოწყობა მერვე მიკრორაიონის N17 კორპუსთან მშენებარე ახალ ბაღთან დასრულდა. ასევე, სამუშაოები დასრულდა კაჭარავას ქუჩის მონაკვეთზე და ქერჩის N6 კორპუსთან.

მერვე მიკრორაიონში მშენებარე ბაღთან მისასვლელი გზის მოწყობა 2 312 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, მოეწყო ბოდიური, საფეხმავლო ბილიკები და ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო.

სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „იბერიმ“ შეასრულა და ამისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 164 305 ლარი დაიხარჯა.


ბოლო სიახლეები