გერმანია საქართველოსთვის ქვეყანაში შესვლის შეზღუდვებს აუქმებს

1 ივლისი, 2020 20:20 საზოგადოება


გერმანია საქართველოსთვის ქვეყანაში შესვლის შეზღუდვებს აუქმებს. გერმანიის საელჩო საქართველოში განცხადებას აქვეყნებს:

"2020 წლის 2 ივლისიდან საქართველოდან კვლავ შესაძლებელი იქნება გერმანიაში გამგზავრება. ამით მარტიდან არსებული შეზღუდვები იხსნება.
შეზღუდვები იხსნება ასევე მგზავრთათვის ავსტრალიიდან, კანადიდან, მონტენეგროდან, ახალი ზელანდიიდან, ტაილანდიდან, ტუნისიდან და ურუგვაიდან. იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ჩინეთისათვის მარტის შუა რიცხვებში კორონა-ვირუსით გამოწვეული პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნებიც გააუქმებენ შეზღუდვებს გერმანიიდან ჩასულ მგზავრთათვის.

ამით გერმანიის მთავრობა ასრულებს ევროსაბჭოს მიერ 30 ივნისს გამოცემულ გადაწყვეტილებას. საბჭომ 14 ქვეყნისთვის შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია გასცა. ეს სია გადაიხედება ორ კვირაში ერთხელ. მომავალში შეზღუდვების შემსუბუქებისათვის გადამწყვეტი იქნება პირველ რიგში ბოლო 14 დღის განმავლობაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა არსებული მაჩვენებლები.

რისკის შემცველი ქვეყნებიდან ჩასულ მგზავრთათვის ისევ სავალდებულო იქნება 14-დღიანი კარანტინის გავლა. საქართველო არ მოხვდა რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ რისკის შემცველი ქვეყნების სიაში, ამიტომ საქართველოდან გერმანიაში ჩასულ მგზავრებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

პირველ ივლისს გერმანიის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარების ფარგლებში გერმანია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კრიზისის დროს საფრთხე არ შეექმნას შენგენის ზონის შეუზღუდავ ფუნქციონირებას.

წყარო:

Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი


გერმანია

ბოლო სიახლეები