იაპონიამ საქართველო შეზღუდვებდაწესებული ქვეყნების სიაში ერთ-ერთ უკანასკნელ ქვეყნად შეიყვანა

2 ივლისი, 2020 10:36 პოლიტიკა





საქართველოს საელჩო იაპონიაში განცხადებას ავრცელებს:

"1 ივლისს, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველო იმ ქვეყნების სიას შეუერთდა, საიდანაც ჩამომსვლელებს იაპონიაში შემოსვლის უფლება შეეზღუდებათ.
ხაზგასასმელია, რომ საქართველო ერთ-ერთი უკანასკნელი შეიტანეს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებზეც მსგავსი შეზღუდვები ვრცელდება.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე სიტუაცია მსოფლიოში გამოსწორდება და ჩვენს ქვეყნებს შორის მიმოსვლა აღდგება.
https://www.mofa.go.jp/ca/fna/page4e_001053.html"


წყარო:

Embassy of Georgia to Japan



იაპონია

ბოლო სიახლეები