საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა "ფეისბუკის" გვერდზე წერს, რომ ანკარის გუბერნატორის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ანკარაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო, მომავალი 15 დღის განმავლობაში იკრძალება ნებისმიერი სახის შეხვედრა, ხალხმრავალი თავყრილობები და მსგავსი აქტივობები. "თურქეთში და განსაკუთრებით ანკარაში მყოფი საქართველოს მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ ამ ქალაქში ასეთი შეზღუდვა არსებობს, რათა მეტად გაუფრთხილდეს საკუთარ თავს და საჯარიმო სანქცია არ დაეკისროს", დასძენს ელჩი.
გიორგი ჯანჯღავა შესაბამის წყაროსაც მიუთითებს: