ქალაქ გარდაბანსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება

6 ივლისი, 2020 10:20 საზოგადოება






"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" განცხადებას ავრცელებს:

"გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გარდაბნის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 7 ივლისის 8:00დან 8 ივლისის 18 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ გარდაბანსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ლელაშხა, კაპანახშჩი, კოტეჯები, ბოტანიკა და თბილეყარო, ასევე ულიანოვკის დასახლებას.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.


ბოლო სიახლეები