„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“ - ლატვიაში სარეკლამო კამპანია დაიწყო

6 ივლისი, 2020 13:07 ეკონომიკა & ბიზნესი




„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“ - ამ სახელწოდების ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიაში დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა.
ქართული ღვინის წარდგენას ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა მაისურაძე დაესწრო.
ღონისძიება ლატვიაში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია "TRIBE INTERNATIONAL"-ის ორგანიზებით გაიმართა.


წყარო:

ღვინის ეროვნული ააგენტო


ღვინო ლატვია

ბოლო სიახლეები