ავსტრალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო სამშობლოში დასაბრუნებელ რეგულაციებს აცნობს

10 ივლისი, 2020 11:39 პოლიტიკა




ავსტრალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ  საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დასაბრუნებელ რეგულაციებს აცნობს და განცხადებას ავრცელებს:

"ავსტრალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ავსტრალიის „ვიქტორიისა“ (VIC) და „ახალ სამხრეთ უელსის“ (NSW) შტატებს შორის დაკეტილი საზღვრების პირობებში, „ახალი სამხრეთ უელსის“ შტატის მთავრობამ რეგულაციები წარმოადგინა „ვიქტორიის“ შტატში მყოფი უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ქ. სიდნეის საერთაშორისო აეროპორტიდან სურთ თავიანთ ქვეყნებში დაბრუნება.

რეგულაციების მიხედვით:
1. ნებისმიერმა პირმა უნდა მოიპოვოს NSW-ში შესასვლელი ნებართვა შემდეგი ვებ-გვედრის მეშვეობით: https://www.service.nsw.gov.au/…/apply-covid-19-nsw-border-…
2. მითითებულ საიტზე განთავსებული ფორმის შევსების შემდეგ, თქვენ, ელ-ფოსტის მეშვეობით მიიღებთ „ახალი სამხრეთ უელსის“ შტატში შესასველ ნებართვას.

ნებართვის მისაღებად გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მოგიწევთ:
• „ახალი სამხრეთ უელსის“ (NSW) შტატში მოსახვედრად მაქსიმალურად პირდაპირი მარშრუტის გამოყენება;
• „ახალი სამხრეთ უელსის“ (NSW) შტატში თუნდაც ერთი ღამის გათენების შემთხვევაში, თვითიზოლაცია;
• შესასვლელი ნებართვის და საერთაშორისო ფრენის დამადასტურებელი დოკუმენტის (ბილეთი) მუდმივად თან ქონა;

ნებართვა არ გაიცემა, თუ გასული 14 დღის განმავლობაში თქვენ:
იმყოფებოდით საზღვარგარეთ;
იმყოფებოდით კონტაქტში დადასტურებულ COVID-19 შემთხვევასთან;
გქონდათ COVID-19 სიმპტომები;
გაქვთ COVID-19

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით „ახალი სამხერთ უელსის“ შტატის შესაბამის სამსახურს ნომერზე: 13 77 88

საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +61 416 861 219


ავსტრალია

ბოლო სიახლეები