თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თანამედროვე, „ჭკვიანი შუქნიშნების“ მონტაჟი მიმდინარეობს.
რეაბილიტაციის შემდეგ, გამზირზე შუქნიშანთა რაოდენობა გაორმაგდა და ჭავჭავაძეზე სულ 14 შუქნიშანი იმუშავებს;
ეს შუქნიშნები გააკონტროლებენ ფეხით მოსიარულე პირებისთვის განკუთვნილ ზებრა გადასასვლელებს;
თანამედროვე დეტექტორების მეშვეობით შეძლებენ ტრანსპორტის ნაკადების დათვლასა და დროის პროგრამების შეცვლას. შესაბამისად, პიკის საათებში შესაძლებელი იქნება დატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის ნაწილობრივ განმუხტვა.
წყარო: