ავიაკომპანია Myway Airlines განცხადებას ავრცელებს:
"თბილისი-რომი-თბილისის რეისზე ბილეთების გაყიდვები დაიწყო!
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად, Myway Airlines იტალიის მიმართულებით ფრენას 17 ივლისს განახორციელებს.
თბილისი - რომი - გაფრენა 12:00; ჩაფრენა 14:10;
რომი - თბილისი - გამოფრენა 15:10; ჩამოფრენა 20:40;
ბილეთების შეძენა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე! www.mywayairlines.com მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე შეადგენს 199 ევროს!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ავიაბილეთები, სახელის ცვლილებას, გადაყიდვას და დაბრუნებას არ ექვემდებარება!
ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://mywayairlines.com/ka/382/FAQ-%26amp%3B-Help…
საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს".
წყარო: