ივლისში დანიშნულ სპეციალურ რეისებს ბერლინის მიმართულება დაემატა

16 ივლისი, 2020 12:44 საზოგადოება




სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სპეციალურ რეისებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს:

"უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით ივლისში დანიშნულ სპეციალურ რეისებს ბერლინის მიმართულება დაემატა. თბილისი - ბერლინი - თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენას ავიაკომპანია “MyWay Airlines”-ი 25 ივლისს შეასრულებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება და ბილეთის ღირებულება არ იქნება 200 ევროზე მეტი.

ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე - www.mywayairlines.com იქნება შესაძლებელი.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA-ს ფოტო.


გერმანია

ბოლო სიახლეები