თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით სამგზავრო მატარებელი დაინიშნა

16 ივლისი, 2020 14:54 საზოგადოება





 გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 17 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით სამგზავრო მატარებელს ნიშნავს.

„საქართველოს რკინიგზა“  შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმებზე, (Railway.ge; Tkt.ge; Biletebi.ge; Matarebeli.ge) სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

გაითვალისწინეთ, რომ Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

საქართველოს რკინიგზა / Georgian Railway-ს ფოტო.


ბათუმი რკინიგზა

ბოლო სიახლეები