საქართველოს საელჩო იაპონიაში განცხადებას აქვეყნებს:
"მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ იაპონიის სწრაფი კვების ქსელის, "მაცუიას" მიერ გამართულ ონლაინ "არჩევნებში" 47,711 ხმით ქართულმა კერძმა, შქმერულმა გაიმარჯვა.
შედეგად, შქმერული კიდევ რამდენიმე თვით "მაცუიას" 1000-მდე ფილიალის მენიუში დაბრუნდება".
შეგახსენებთ, რომ იაპონიის ერთ-ერთი სწრაფი კვების ქსელი, "მაცუია ფუდსი" თითქმის 2 თვის განმავლობაში მომხმარებელს ქართულ კერძს, შქმერულს სთავაზობდა. მსგავსი დროებითი აქციები "მაცუიას" სხვა კერძებზეც არაერთხელ გაუკეთებია, ერთ-ერთი ასეთი კერძი 1000-მდე ფილიალის მენიუში უნდა დაბრუნებულიყო, კერძის დასახელება კი მომხმარებელს ონლაინ კენჭისყრით უნდა აერჩია.