საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად Myway Airlines-ის ხომალდი იტალიის მიმართულებით უკვე გაფრინდა

17 ივლისი, 2020 13:00 საზოგადოება





საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად Myway Airlines-ის ხომალდი იტალიის მიმართულებით უკვე გაფრინდა.

სარეპატრიაციო რეისით რომი-ბათუმი სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები 14 დღიანი სავალდებულო კარანტინს, ბათუმსა და ქობულეთში მდებარე სასტუმროებში გაივლიან.

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში ავიაკომპანია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ავიაკომპანიას შემდეგი ფრენა, 25 ივლისს ბერლინის მიმართულებით აქვს ჩანიშნული.


წყარო:

Myway Airlines


იტალია

ბოლო სიახლეები